შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელდარ კვერნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია 1972 წელს; ასპირანტურა 1977 წელს. 1972-1977წწ. საქართველოს პროფსაბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველო, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1977-1981წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტი, დაგეგმვისა და დაფინანსების მთავარი სპეციალისტი; 1981-1985წწ. შრომისა და სოციალურ საკითხთა საკავშირო კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1985-1997წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, დეკანის მოადგილე; 1997-2003წწ. შპს "კეს"-ის გენერალური დირექტორი; 2003-2004წწ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახური, უფროსის მოადგილე; საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 202 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |