შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ კიკალეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1974 წელს. 1974 წელს ტრესტი "წყალმშენი", ინჟინერი; 1974 –1975წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1976–1977წწ. ტრესტი "წყალმშენი", ინჟინერი; 1977–1978წწ. ტრესტ "წყალმშენის", სამშენებლო სამმართველო N2, მთავარი ინჟინერ–მექანიკოსი; 1978–1986წწ. ტრესტ "მტკვარწყალმშენის", სამშენებლო სამმართველო N4, მთავარი ინჟინერ–მექანიკოსი; 1986 წელს ალჟირის სახალხო რესპუბლიკა, ინჟინერი; 1986 –2004წწ. ტრესტ "მტკვარწყალმშენის", სამშენებლო სამმართველო N4, მთავარი ინჟინერ–მექანიკოსი; 2004–2005წწ. თბილისის მერია, კანონიერების დაცვის საქალაქო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი; 2005–2006წწ. შპს "თბილისის მეტროპოლიტენის", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი; 2006–2008წწ. თბილისის მერია, სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტერგრაციის საქალაქო სამსახური – თბილისის კორპუსის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 204 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |