შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზვიად კუკავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს. 2003 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წამყვანი სპეციალისტი; 2004–2005წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დისციპლინარული სამართალწარმოების განყოფილების გამგე; 2005–2006წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დისციპლინარული სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი; 2006–2007წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურა, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორი; 2007–2008წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საპარლამენტო მდივნის სამსახურის კანონშემოქმედებითი და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი კონსულტანტი; 2008–2009წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, იურიდიული სამსახურის მრჩეველი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2009 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2009-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 218 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |