Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ დავითაშვილი![]()
Biographyმოღვაწეობდა XVIII საუკუნის I ნახევარში; იყო ნიკოლოზ ბატონიშვილის ამალაში მყოფ დავითაშვილთა შთამომავალი, ალექსანდრე არჩილის ძის ცოლისძმა; განათლება მიიღო მოსკოვში, დაეუფლა სამხედრო საქმეს; 1722 წელს მოსკოველ ქართველთა რაზმთან ერთად მონაწილეობდა რუსეთის ჯარის კასპიისპირეთის ლაშქრობაში; 1725 წელს პეტერბურგში პირველი ჩასვლის დროს ეახლა ვახტანგ VI–ს; მან მეფე ბაქარის წინადადებით თარგმნა "ვაკაფა" – რუსულ–ქართული სასაუბრო; იმავე 1725 წელს მან რუსული და უცხოური ლიტერატურის საფუძველზე შეადგინა მეორე სასწავლო წიგნი – "მცირე რამ გამოკრებილი ანგარიშის ცოდნისა", რომელიც გაასწორა და განავრცო ვახტანგ VI-მ; ეს იყო ქართულ ენაზე შედგენილი ევროპული ტიპის სახელმძღვანელო მათემატიკაში; მისი ხელნაწერები დაცულია თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ეკონომიკურ ცენტრში, სანქტ–პეტერბურგში, სალტიკოვშჩედრინის სახელობის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის იოანე ბატონიშვილის პირველი კოლექცია, ხელნაწერი N313. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.278
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |