The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა ლონდარიძე

გელა ლონდარიძე
Date of birth:19 July, 1962  (62 years)
Category:Economist, Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ასპინძა.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით სოფლის-მეურნეობის ეკონომიკა-ორგანიზაცია 1986 წელს

1979–1981წწ. ასპინძის რაიონის სოფელი საროს კოლმეურნეობა, რიგითი კოლმეურნე; 1986 წელს ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრას კოლმეურნეობა, ეკონომისტი; 1986–1987წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1988 წელს ასპინძის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომი, მოსახლეობის შრომითი მოწყობის ბიურო, სექტორის უფროსი; 1988–1995წწ. ასპინძის რაიონის სოფ. საროს კოლმეურნეობა, გამგეობის თავმჯდომარე; 1995–1998წწ. ასპინძის სამშენებლო მასალების სამეურნეობათშორისო გაერთიანება, ეკონომისტი; 1998–2001წწ. ასპინძის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე; 2001–2004წწ. ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2004–2007წწ. საგადასახადო დეპარტამენტის ახალციხის საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2007 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2008 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის  პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №39 ასპინძის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 226

Member of Organizations

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი , წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , წევრი (2008-2012)

Share: