Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახი როსებაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1955 წელს(ხალხური შემოქმედების განყოფილება), 1969 წელს(საკოპმპოზიციო). 1959-1977წწ. მუშაობდა ფოლკლორის კაბინეტში ლაბორატორიის გამგედ, 1970 წლიდან კი ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის უფროს მასწავლებლად; 1955-1976წწ. ეწეოდა ფოლკლორისტულ-შემკრებლობით საქმიანობას; სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია სასულიერო და საკრავიერი მუსიკა; შედგენილი აქვს ქართული საეკლესიო საგალობლებისა და ხალხური ვოკალური და საკრავიერი ნიმუშების რამდენიმე სანოტო კრებული; მისი ნაშრომებია: მეგრული ლარჭემი(1960, მრავალღერიანი სალამური, "საბჭოთა ხელოვნება"), ქართული გალობა(1968, იმერულ-გურული კილო), გალობის ტრადიციის საკითხისათვის საქართველოში(1973), ქუთაისური მრავალჟამიერი(1976), ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავის აღდგენის საკითხისათვის(1979), ქართული ხალხური სიმღერის კილოს განსაზღვრის საკითხისათვის (1988, აღმოსავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერების მაგალითზე); შექმნილი აქვს: სიმფონიური და ვოკალურ–სიმფონიური ნაწარმოებები – ვალსი დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის(1961), სიმფონიები(1965, 1979), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1968), ვოკალური ციკლი სოპრანოსა და ორკესტრისათვის(1982), სიმფონია ბავშვებისათვის(1984); კამერულ–ინსტრუმენტული მაწარმოებები – სიმებიანი კვარტეტი(1961), პრელუდია, ქორალი და ფუგა ფორტეპიანოსათვის(1962), ორი პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1963), სამი პიესა სიმებიანი კვარტეტისათვის(1965), სამი საბავშვო პიესა ფორტეპიანოსათვის(1975), პოლიფონიური სონატა კლარნეტის, ვიოლინოსა და ვიოლონჩელოსათვის(1976), კალვიფონია კლავესინისა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის(1979); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – ოთხი სიმღერა სოლისტებისა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის(1975); მუსიკა სპექტაკლების, კინოფილმებისა და მუსიკალური თეატრებისათვის; ეთნომუსიკოლოგი. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 320 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |