Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ზენაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან.ებით ჰიგიენური ფაკულტეტი 1946 წელს. 1946–1949წწ. იყო სამხრეთ ოსეთის საოლქო სამალარიო (ტროპიკული) სადგურის გამგე; 1950 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამალარიო ჯგუფის ექიმ–ინსპექტორი, მალარიოლოგი; 1952 წელს ჰელმინთოლოგიური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1953 წელს უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1961 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 144 სამეცნიერო–პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის, მონოგრაფიების. ავტორთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა "თერაპიული ცნობარის" (1984) და "საოჯახო მედიცინის" (1994) გამოცემაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. 1994 წლიდან არჩეულია პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსად. მიღებული აქვს საქართველოს უზენაესი საბჭოს "საპატიო სიგელი" (1984). ექიმი-პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ანკილო სტომილოზიისა და ზოგიერთი სხვა ჰელმინთოთოზის ოთხქლორიანი ნახშირბადით მკურნალობის საკითხისათვის", დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -"ჰემოკოოაგულაციური დარღვევების პათოგენეზური მექანიზმი ანკილოსტომიდოზისა და ფასციოლოზის დროს", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.110; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.353 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |