შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარგარიტა სალბერგ–ვაჩნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჰელსინკი(ფინეთი). დაამთავრა თბილისის უცხო ენათა უმაღლესი კურსები 1928 წელს(გერმანული), პარიზის სორბონას უნივერსიტეტი 1936 წელს(ფილოლოგია და მუსიკათმცოდნეობა), პარიზის კონსერვატორია 1939 წელს(საფორტეპიანო). 1940–1947წწ. ასწავლიდა ფორტეპიანოს პარიზის კონსერვატორიაში, ამავე დროს იყო ევროპის საგასტროლო ბიუროს პიანისტი–სოლისტი; 1948–1951წწ. პიანისტი–ლექტორი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში; 1954–1955წწ. ქ. ტაშკენტის კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის კათედრის უფროსი მასწავლებელი და უზბეკეთის ფილარმონიის პიანისტი–ლექტორი; 1955–1957წწ. საკავშირო რადიოს მუსიკალური რედაქტორი; 1957 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის უფროსი მასწავლებელი, 1961 წლიდან დოცენტი, 1977 წლიდან პედაგოგიური მეთოდიკისა და პრაქტიკის კათედრის პროფესორი; დაწერილი აქვს: წიგნები – "შოსტაკოვიჩი(1945, პარიზი), "ჩაიკოვსკი"(1948, პარიზი), "ვიქტორ დოლიძე"(1958, თბილისი "ხელოვნება"), "ნარკვევები ქართული საფორტეპიანო მუსიკის ისტორიაზე"(1973, თბილისი "ხელოვნება"); ნაშრომები კრებულებად; სტატიები პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემებში, ჟურნალებში; მუსიკათმცოდნეობის დოქტორი(1945), ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი(1961), პროფესორი(1981). სადოქტორო დისერტაციის თემა – "ბერლიოზი და რუსული მუსიკალური კულტურა", დაიცვა 1945 წელს სორბონაში. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 324 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |