Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა დავითაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი 1962 წელს. 1961 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1966-1968წწ. იყო ახალქალაქის სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1969 წლიდან თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი (თეორიული დისციპლინები, კომპოზიცია); 1993-2011წწ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუზეუმის დირექტორი; მისი ნაწარმოებებია: 2 ბალეტი – "ვეფხი და მოყმე" (1978, დაიდგა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში), "ზვიადაური" (1985, დაიდგა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში), 2 სიმფონია – "უშბა" (1963, 1991), 3 სიმფონიური პოემა – "ვეფხი და მოყმე" (1960), "9 აპრილი" (1992), "დავით აღმაშენებელი" (1994), კლარნეტისა და ფლეიტის კონცერტები (1981-2001), 3 კანტატა, ვოკალურ–სიმფონიური ციკლები ი. ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ლექსებზე (1992-1995), რომანსები ქართველი პოეტების ლექსებზე (2002-2008), გუნდები, სიმღერები, მუსიკა – სპექტაკლების, დოკუმენტური და თოჯინური ფილმებისათვის. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.279; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.315 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |