Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გომარ სიხარულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს (საგუნდო–სადირიჟორო), 1976 წელს (საკომპოზიციო). 1957–1959წწ. იყო ქ. ქუთაისის აბრეშუმის კომბინატთან არსებული გუნდისა და ხალხური ინსტრუმენტალური ანსამბლის ხელმძღვანელი; 1961–1975წწ. ვოკალური ანსამბლი "გორდელას" ხელმძღვანელი; 1966–1970წწ. ასწავლიდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში, 1970–1977წწ. თბილისის V სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1977 წლიდან იყო თბილისის პიონერთა სასახლის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1984 წლიდან თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრის გამგე; დაწერილი აქვს: კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – სონატა ფორტეპიანოსათვის (1969), ხუთი პიესა ფორტეპიანოსათვის (1970), ექსპრომტი ფორტეპიანოსათვის (1970), პრელუდია და ფუგა ფორტეპიანოსათვის (1970), კონცერტი სამი შემსრულებლისათვის, საბავშვო ხმა, ტენორი, ბანი (1984); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – 4 რომანსი ბარიტონისა და ფორტეპიანოსათვის (1964), რომანსი მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის (1970), "ავე მარია" არია მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის (1974); საგუნდო ნაწარმოებები – დიდება N1 "რვაასი" სოლისტებისა და ვაჟთა გუნდის ა კაპელასათვის (1966), დიდება N2 "გურამი" სოლისტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1968), "ოთხი გურული ჩანახატი" ქალთა გუნდის ა კაპელასათვის (1972), დიდება N3 "ჯარჯი" სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათის (1975); საესტრადო სიმღერები – "იმერული ბალადა", "გურია", "დონ კიხოტი ზურიკელა", "გაზაფხული"; მუსიკა სპექტაკლების, ანიმაციური ფილმებისა და მხატვრული კინოფილმებისათვის ("ჩარი–რამა", "გამინაწილე სითბო", "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში"). ვოკალურ ანსამბლ "გორდელასთან" ერთად, 1968 წელს გახდა ბულგარეთის სტუდენტური და ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 331 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |