შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან მარსაგიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კარკუჩა, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით - ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა 1975 წელს; მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1978-2003წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში: 1978-1983წწ. საქართველოს შსს სახ. ავტოინსპექციის სამმართველო, მცხეთის მოტომექანიზებული ოცეულის უფროსი ს.ს.ს ინსპექტორი, ოცეულის მეთაური; 1983-1991წწ. ყაზბეგის შ.ს. რაიგანყოფილება, უფროსი სახავტოინსპექტორი; 1991-1995 საქართველოს შსს სახ. ავტოინსპექციის სამმართველო, სარეგისტრაციო საგამოცდო განყოფილების უფროსი; 1992-1996წწ. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თბილისის საბაჟო "ყაზბეგი", საბაჟო საგუშაგოს უფროსი; 1996-1997წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, განსაკუთრებული ინსპექციის უფროსის მოადგილე; 1997-1998წწ. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის შიდა ქართლის მოძრავი-რეგიონალური საბაჟოს უფროსი; 2002-2003წწ. ყაზბეგის რაიონის გამგებელი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.236 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |