შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ მარტოლეკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსისტ-ეკონომისტის სპეციალობით 1993 წელს. 1993–2006წწ. მცხეთის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, საგადასახადო ინსპექტორი, უფროსი საგადასახადო ინსპექტორი, მთავარი საგადასახადო ინსპექტორი; 2004–2005წწ. გორის საგადასახადო ინსპექცია, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს მცხეთის განყოფილების მთავარი ინსპექტორი, გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებების (აუდიტის) სამმართველოს უფროსი; 2005–2006წწ. ქ. მცხეთის გამგეობა, გამგებლის მოადგილე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი; 2006–2008წწ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №27 მცხეთის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.237 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |