The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ჩახვაძე

გურამ ჩახვაძე
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1984 წელს.

1978–1979წწ. თბომეურნეობის სამმართველოს საექსპლოატაციო–სარემონტო კანტორის N25 თბოსადგური, მემანქანე; 1985 წელს თბილისის ქარხანა "ელექტროშედუღება", მომარაგების განყოფილების საქონელმცოდნე; 1987 წელს თბილისის ქარხანა "ელექტროძრავა", საქონელმცოდნე; 1987–1991წწ. სატყეო მრეწველობის სამეცნიერო–კვლევითი და საპროექტო–საკონსტრუქტორო ინსტიტუტი "მერქანი", ეკონომისტი; 1991–1992წწ. ს/გ "ორიონი", უფროსი ეკონომისტი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ქ. თბილისის საკრებულოს წევრი  (1998); საქართველოს კონტროლის პალატა, ბიუჯეტისა და პრივატიზაციის კონტროლის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (2000); 2000-2001წწ. საქართველოს კონტროლის პალატა, საინფორმაციო–ანალიტიკური სამმართველოს უფროსი; 2001-2004წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრის აპარატის უფროსი; 2005-2007წწ. შპს "მედი ქლაბ ჯეორჯია", კანონმდებლობასთან შესაბამისობის მენეჯერი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №8 დიდუბის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ.367

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის კომიტეტი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ეროვნული დემოკრატები" (1993-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ეროვნული დემოკრატები", წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სახალხო", წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები", წევრი (2008-2009)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ძლიერი საქართველო", წევრი (2009-2012)

გააზიარე: