The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ წურწუმია

თეიმურაზ წურწუმია
დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა 1984 წელს; სოხუმის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა 2002 წელს.

1984 წელს კომკავშირის ფოთის საქალაქო კომიტეტი, ინსტრუქტორი; 1984–1986წწ. ფოთის გემთშემკეთებელ – გემთმშენებელი ქარხანა, კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1986–1987წწ. კომკავშირის ფოთის საქალაქო კომიტეტი, მეორე მდივანი; 1987–1990წწ. საქართველოს კპ ფოთის საქალაქო კომიტეტი, ინსტრუქტორი; 1990–1991წწ. ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომი, თავმჯდომარის თანაშემწე; 1992–1993წწ. ფოთის მე–5 საშუალო სკოლა, მასწავლებელი; 1992–1993წწ. ქ. ფოთის გამგეობა, თავმჯდომარის მოადგილე; 1993 წელს ქ. ფოთის მერია, მერის მოადგილე; 1993–1998წწ. ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფონდი, ვიცე–პრეზიდენტი; 1998 წელს ფოთის, ხობისა და სენაკის ეპარქია, საქმეთა მმართველი; 1998–2002წწ. ქ. ფოთის საკრებულო, მდივანი; 2002–2005წწ. ქ. ფოთის საკრებულო, თავმჯდომარე; 2005–2008წწ. ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის აღდგენის ფონდი, აღმასრულებელი დირექტორი; 2007–2008წწ. ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა, აღმასრულებელი დირექტორი; 2008 წელს ფოთის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის საღვთისმეტყველო სკოლა, ადმინისტრაციული მენეჯერი; ქ. ფოთის მერია, მერის მოადგილე (2008); 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №70 ფოთის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.392

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)

გააზიარე: