The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დილარ ხაბულიანი

დილარ ხაბულიანი
Date of birth:24 November, 1952  (71 years)
Category:Public official, Lawyer, Politician, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცანა, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი სპეციალობით ფიზიკური კულტურა და სპორტი 1974 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა 1983 წელს.

1974–1977წწ. საქართველოს ფიზკულტურის და სპორტის კომიტეტი, ფიზკულტურის ინსტრუქტორი; 1977–1979წწ. სპორტული გაერთიანება "ქარიშხალა", მწვრთნელი; 1979–1981წწ. საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტი, მწვრთნელი; 1981–1982წწ. სპორტული გაერთიანება "ქარიშხალა", მწვრთნელი; 1982–1990წწ. ჭიდაობის სკოლა, დირექტორი; 1990-2010წწ. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი; 1991 წელს საქართველოს რესპუბლოკის უზენაესი  საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №78 ლენტეხის საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1991-1992წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; 1991-2010წწ. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი №78 ლენტეხის საარჩევნო ოლქიდან; 2006-2007წწ. თბილისის მერია, მთაწმინდა-კრწანისის გამგებელი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული: მაჟორიტარი №4 კრწანისის საარჩევნო ოლქიდან; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1976, 1980) და ორგზის მესამე (1975, 1978) პრიზიორი, სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1975), ბელგრადის, დუბროვნიკისა და ვარშავის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული; საქართველოს ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელი (1982-1986). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი გახდა გუნდურ ჩათვლაში (1983). ძიუდოისტი, პოლიციის პოლკოვნიკი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge.; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.401

Member of Organizations

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2021-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2021-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის", წევრი (2022-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის კომიტეტი
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ამომრჩეველი" (1996-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლეიბორისტი", წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2009-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებელი კომისია, წევრი (1990-1991)

Awards and Honors

  • 1977 - ევროპის ჩემპიონი (ძიუდო, რაინის ლუდვიგსჰაფენი, გფრ)
  • საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

Share: