შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ განჯისკარელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ყურადღება მიიქცია პოეტური ნიჭითა და პოლიტიკურ–მოქალაქეობრივი თემატიკით. ცნობილია თვითმპყრობლობის წინააღმდეგ დაწერილი მისი ლექსი "მაღლა ღმერთი შეგეწიოს, ძირს ხელმწიფე, მისი ტახტი!"; 1892-1916წწ. 25-ზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული, ამათში ყველაზე უფრო საინტერესოა: "უბის წიგნაკი", "დეკადენტი" და სხვადასხვა ლექსები, (1904 წ), "კინტოს გოდება და სხვა საოხუნჯო ლექსები ანტონ განჯისკარელისა", 1907). ქართული სალიტერატურო კრიტიკა დადებითად აფასებდა მის შემოქმედებას. იროდიონ ევდოშვილმა მას მიუძღვნა ლექსი "სახლების მხურავი". სახალხო პოეტი. ძველი თბილისის პოეზიის წარმომადგენელი. პროფესიით მეთუნუქე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.169; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.129; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.79 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |