Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეკატერინე ზოდელავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს. 1979–1981წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში; 1982 წელს იყო ამავე ინსტიტუტის ლაბორანტი; 1983–1986წწ. ასპირანტი; 1988 წლიდან კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991 წლიდან ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფალოს ტეტრადის ანატომიურ–ფუნქციონალური დახასიათება და დიაგნოსტიკა" (ულტრაბგერითი გამოკვლევა), დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.110.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |