შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე ზოდელავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს. 1979–1981წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში; 1982 წელს იყო ამავე ინსტიტუტის ლაბორანტი; 1983–1986წწ. ასპირანტი; 1988 წლიდან კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991 წლიდან ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფალოს ტეტრადის ანატომიურ–ფუნქციონალური დახასიათება და დიაგნოსტიკა" (ულტრაბგერითი გამოკვლევა), დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.110.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |