შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ზუბადალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1961–1963წწ. იყო თბილისის მე–2 საავადმყოფოს სანიტარი; 1966–1969წწ. თბილისის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების მედ–ძმა; 1969–1971წწ. ბორჯომის რაისაავადმყოფოს კარდიო–რევმატოლოგი, საწრაფო სამედიცინო განყოფილების გამგე; 1971–1974წწ. მოსკოვის საკავშირო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი სპეციალობით – რეანიმაცია–ანესთეზიოლოგია; 1974 წლიდან საქართვერლოს ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის რეანიმაციის განყოფილების გამგე. ავტორია 17 სამეცნიერო ნაშრომის; მონაწილეობა აქვს მიღებული ექიმი რეანიმატოლოგ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"Ближайший послеоперационый период у больных после аорто-коронарного шунтирования" დაიცვა 1976 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.111 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |