შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზინაიდა ხაბალოვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1975 წელს. 1953–1970წწ. მუშაობდა ქ. ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის კონცერტმეისტერად; 1966–1970წწ. იყო მუსიკალური სკოლის პედაგოგი, 1970–1978წწ. ქ. ცხინვალის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, 1976 წლიდან სამხრეთ–ოსეთის მუსიკალურ–ქორეოგრაფიული საზოგადოწების პედაგოგი, 1977 წლიდან სამხრეთ–ოსეთის სახელმწიფო ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; დაწერილი აქვს: ნაწარმოები მუსიაკლური თეატრისთვის – "ფატიმა"(1974, ოპერა სამ მოქმედებათ); სიმფონიური და საგუნდო ნაწარმოებები – კაპრიჩიო სიმფონიური ორკესტრისათვის(1973), სიმფონია(1975), ნოკტიურნი სიმფონიური ორკესტრისათვის(1976), სიმფონიური სიუიტა "ოსეთის მთებში"(1976), ოთხი სიმფონიური სურათი(1979), "საგუნდო პოემა" ვოკალიზი ა კაპელა(1979, ოპერა "ფატიმას" მიხედვით); კამერულ–ინსტრუმენტული და კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – პოემა ვიოლინოსა და ორკესტრისათვის(1969), ორი პიესა ფორტეპიანოსათვის, პიესა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, ნოკტიურნი ფორტეპიანოსათვის(1970), ორი დუეტი ფაგოტისა და ფლეიტისათვის(1971), ვოკალიზი კოლორატორული სოპრანოსათვის(1972); მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 364 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |