The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იულიანა ზუბიაშვილი–ტვილდიანი

Date of birth:7 March, 1929  (96 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1961 წელს იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა დაავადების კათედრის ასპირანტი; 1966 წელს თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს საბავშვო განყოფილების მორიგე ექიმი; 1967 წელს პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1967–1973წწ. ამავე ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებას; 1973–1978წწ. იყო ადგილკომის თავჯდომარე. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის პარკუჭების მექანიკური სისტოლის ფაზებისა და ქვეფაზების განსაზღვრა 3–დან 14 წლამდე ჯანმრთელ ბავშვებში და მისი ცვლილებები ბრონქული ასთმის დროს", დაიცვა 1966 წელს.

  წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.111.

Member of Organizations

  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

Share: