შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ გველუკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის, ეკონომიკისა და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ფაკულტეტი 1983 წელს. 1983-1985წწ. ქ. რუსთავის ვაჭრობის სამმართველოს მაღაზიის გამგის მოადგილე; 1985 წელს ქ. რუსთავის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინჟინერ-დისპეჩერი; 1985-1986წწ. ქ. რუსთავის ვაჭრობის სამმართველოს მაღაზიის გამგის მოადგილე; 1986-1995წწ. ქ. რუსთავის ვაჭრობის სამმართველოს N36 მაღაზიის გამგე; 2002-2004წწ. მუშაობდა ადგილობრივ თვითმართველობაში, იყო ქ. რუსთავის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2010-2014წწ. ქ. რუსთავის საკრებულოს წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 120 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |