Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე ხუჭუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს (ეკონომიური), ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს (ისტორიულ–თეორიული). 1937–1938წწ. იყო ქ. ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლის და სკოლის დირექტორი; 1937-1976წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ლექტორი; 1938 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1938–1939წწ. სასწავლო და სამეცნიერო ნაწილის დირექტორის მოადგილე, 1939–1945წწ. თეორიულ–საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანი, 1980 წლიდან პროფესორი; 1941–1945წწ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირექტორი; 1945–1956წწ. იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის, კინოსკოლისა და თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი; 1937 წლიდან ნაყოფიერად მოღვაწეობდა მუსიკის კრიტიკის დარგში; დაწერილი აქვს: მონოგრაფიული ნარკვევი "ანდრია ყარაშვილი" (1946), მონოგრაფიები –"მელიტონ ბალანჩივაძე"(1950), "ა. მაჭავარიანის ბალეტი "ოტელო" (1958), "შ. თაქთაქიშვილი" (1962), "მ. თარხნიშვილი"(1962), "ზ. ფალიაშვილი"(1974), "დ. არაყიშვილი" (1979); არის შემდგენელი და რედაქტორი წიგნებისა და სანოტო კრებულებისა (1960, "ია კარგარეთელი. რომანსები", 1970, გრამფირფიტების ანთოლოგია "საქარველო ხალხურ სიმღერებში"); ნაშრომები კრებულებად; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მ. ა. ბალანჩივაძე, მონოგრაფია", დაიცვა 1949 წელს. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 376; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11 . - თბ., 1987. – გვ. 521 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |