The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე ხუჭუა

პავლე ხუჭუა
დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:9 დეკემბერი, 1986  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს (ეკონომიური), ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს (ისტორიულ–თეორიული).

1937–1938წწ. იყო ქ. ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლის და სკოლის დირექტორი; 1937-1976წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ლექტორი; 1938 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1938–1939წწ. სასწავლო და სამეცნიერო ნაწილის დირექტორის მოადგილე, 1939–1945წწ. თეორიულ–საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანი, 1980 წლიდან პროფესორი; 1941–1945წწ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირექტორი; 1945–1956წწ. იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის, კინოსკოლისა და თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი; 1937 წლიდან ნაყოფიერად მოღვაწეობდა მუსიკის კრიტიკის დარგში; დაწერილი აქვს: მონოგრაფიული ნარკვევი "ანდრია ყარაშვილი" (1946), მონოგრაფიები –"მელიტონ ბალანჩივაძე"(1950), "ა. მაჭავარიანის ბალეტი "ოტელო" (1958), "შ. თაქთაქიშვილი" (1962), "მ. თარხნიშვილი"(1962), "ზ. ფალიაშვილი"(1974), "დ. არაყიშვილი" (1979); არის შემდგენელი და რედაქტორი წიგნებისა და სანოტო კრებულებისა  (1960, "ია კარგარეთელი. რომანსები", 1970, გრამფირფიტების ანთოლოგია "საქარველო ხალხურ სიმღერებში"); ნაშრომები კრებულებად; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მ. ა. ბალანჩივაძე, მონოგრაფია", დაიცვა 1949 წელს.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 376; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11 . - თბ., 1987. – გვ. 521

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1938-1986)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: