შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან დუჩიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2000 წელს; ბოხუმის (გერმანია) რურის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1999 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა 2002 წელს. 1996-1998წწ. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 1997-1998წწ. თსუ სამხედრო კათედრა; 1998-1999წწ. ბოხუმის რურის უნივერსიტეტი; 1998-2003წწ. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი ასოციაციის თავმჯდომარე; 1999 წლიდან Hellweg-profibaumarkte შპს მონაცემთა ელექტრონული დამუშავება (გერმანია); 1998-2003წწ. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი ასოციაცია, თავმჯდომარე; 2000-2004წწ. საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო, თარჯიმანი; 2004-2007წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2007-2009წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2010-2014წწ. საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2014-2016წწ. საერთაშორისო სამართლებრივი განვითარების ორგანიზაცია (IDLO), ბიზნეს ანალიტიკოსი და გარეკომუნიკაციის კოორდინატორი; 2016 წლიდან სამართლის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია, დირექტორი (უკრაინა). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.154; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.73 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |