The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ სამუშია

ომარ სამუშია
Date of birth:28 October, 1956  (67 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს.

1980-1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი, პარალელურად რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ნევროლოგი; 1987 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი, 1996 წლიდან დოცენტი, 2006-2015წწ. მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2016 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეირომედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, ნევროლოგიის აქტუალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს სასწავლო მეთოდური  ბროშურები: "თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის ინტენსიური თერაპია"(თბილისი, 1995), "მწვავე პირველადი პოლირადიკულ-ნევრიტის-გიენ-ბარეს სინდრომის კლინიკა და მკურნალობა"(თბილისი, 1995), "სპინალური სისხლის მიმოქცევის მოშლა"(თბილისი, 1998), "თავის ტვინის ჩაჭედვის სინდრომები"(თბილისი, 1998)., თანაავტორი სახელმძღვანელოსი სტუდენტებისათვის ნევროლოგიაში - "ნერვული სნეულებანი"(თბილისი, გამომცემლობა განათლება, 2001).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნატრიუმის ოქსიბუტირატის გამოყენება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის კომპლექსურ ინტენსიურ თერაპიაში", დაიცვა 1986 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.246

Bibliography


Share: