შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ თედორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თოკი, დაბა ასპინძა. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1972 წელს. 1978 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. 1980 წელს აირჩიეს მოსავლის ამღები მანქანების კათედრის გამგედ; 2005–2006 წწ. იყო აგროსაინჟინრო ფაკულტეტის დეკანი და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დეპარტამენტის უფროსი; 2006-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008–2010 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული მართვის დეპარტამენტს, ხოლო 2010 წლიდან–ამავე სამინისტროს ტექნიკურ და ტექნოლოგიების სამმართველოს. შეთავსებით კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. ო. თედორაძის ძირითადი შრომები ეხება მცენარეული მასის ჭრის თეორიას და შესაბამისი მანქანების კონსტრუქციების სრულყოფას. ავტორია პრაქტიკული რეკომენდაციებისა ფერმერთათვის და სახელმძღვანელოებისა აგროსაინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. მიღებული აქვს 17 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. აზერბაიჯანის აგრარული უნივერსიტეტისა და სომხეთის აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ინჟინერმექანიზატორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.641; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.171; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.278 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |