The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ჩიჯავაძე

ოთარ ჩიჯავაძე
Date of birth:19 March, 1919
Date of death:21 March, 1998  (at 79 years)
Category:Musician, Educator, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1952 წელს (თეორიულ-საკომპოზიციო).

1953 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, 1957 წლიდან იყო უფროსი მასწავლებელი, 1966 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიისა და ხალხური მუსიკის შემოქმედების კათედრის დოცენტი; 1965 წლიდან კითხულობდა მუსიკის ისტორიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების ფოლკლორის სექციის ხელმძღვანელი; 1954 წლიდან ეწეოდა ფოლკლორისტულ-შემკრებლობით საქმიანობას, ჩატარებული აქვს 53 ექსპედიცია და ჩაწერილი აქვს 2000-მდე ხალხური სიმღერა, აქედან სანოტო კრებულის სახით გამოყვეყნებული აქვს "კახური სიმღერების" ორი ტომი, "მეგრული სიმღერები", გამოუქვეყვებელი დარჩა "ლეჩხუმური სიმღერები", "შრომის სიმღერები დასავლეთ საქართველოში"; ძირითადი ნაშრომებია: "ქართული მრავალხმიანობის ზოგიერთი საკითხები" (1955, "საბჭოთა ხელოვნება"), "ქართული ხალხური საკრავები" (1959, "საბჭოთა ხელოვნება"), "ქალაქის სიმღერა და ქართველი რომანტიკოსები" (1961, "საბჭოთა ხელოვნება"), "ქართული კახური ხალხური სიმღერები" (1962, I ნაწილი), "ქართული ხალხური სიმღერები" (1969, II ნაწილი, კახური), "ქართული ხალხური სიმღერები. მეგრული" (1974), "ქართული საეკლესიო გალობის სწავლების მეთოდიკის საკითხისათვის ძველ საქართველოში" (1991); გარდაცველების შემდეგ გამოიცა შემდეგი მისი ნაშრომები: "ქართული მუსიკალური ფოლკლორის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი" (2009), "საკრავები ძველ საქართველოში" (2009); ასევე, სცენარის ავტორია ფილმებისა: "ზვიგენის კბილი" (1959), "თხუნელა" (1962). 

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 404; ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდი: polyphony.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1954-1991)

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: