Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ჩიტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1968 წელს(საფორტეპიანო), 1978 წელს(საკომპოზიციო). 1960 წლიდან ასწავლიდა ქ. რუსთავის სამუსიკო სკოლებსა და სასწავლებელში; 1971–1973წწ. იყო ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსკომედიის თეატრის კონცერტმეისტერი; 1972 წლიდან ასწავლიდა ფორტეპიანოს ქ. რუსთავის II სამუსიკო სკოლაში; დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი კლარნეტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1978), "სადღესასწაულო უვერტიურა"(1981), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის(1983); საგუნდო ნაწარმოებები – ორი გუნდი ფორტეპიანოს თანხლებით(1976), "შვიდი ქალაქური სიმღერა", დამუშავება ქალთა გუნდის, სიმებიანი ანსამბლისა და ფორტეპიანოსათვის(1979); კამერული ნაწარმოებები – "კაფიები", ვოკალური ციკლი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1973), ვარიაციები ვიოლონჩელოსათვის(1974), ოთხი პიესა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1979), სიუიტა ფორტეპიანოსა და შვიდი დასარტყამი ინსტრუმენტისათვის(1980), ორი პიესა კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის(1981). წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 413 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |