Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ინაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1985 წელს; მოსკოვის კვების მრეწველობის სახელმწიფო საკავშირო დაუსწრებელი ინსტიტუტი, სპეციალობით-სასურსათო საქონლის მრეწველობის ეკონომიკა და ორგანიზაცია 1994 წელს.. 1979–1982წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის ბათუმის საპროექტო ბიურო; 1982–1986წწ. კომკავშირის აჭარის საოლქო კომიტეტი; 1986–1989წწ. სახალხო კონტროლის ბათუმის საქალაქო კომიტეტი; 1989 წლიდან დაინიშნა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ფირმა "აჭარსაგარეოსერვისის" გენერალური დირექტორი; 1994 წელს საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე; 1996–1997წწ. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1997-2004წწ. ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსი; 2004-2005წწ. საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტი; 2005-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი N79 ბათუმის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 182; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.92 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |