The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კუკური ჭოხონელიძე

კუკური ჭოხონელიძე
ოფიციალური სახელი:ევსევი ჭოხონელიძე
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1940
გარდაცვ. თარიღი:12 მარტი, 2004  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს (თეორიულ–საკომპოზიციო).

1964 წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ლაბორანტი, 1970 წლიდან პედაგოგი, 1977 წლიდან ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის გამგე; 1974 წლიდან საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ფოლკლორის კომისიის თავმჯდომარე; დაწერილი აქვს: "ქართული სიმღერების იმერულ–გურული ტოტი" (1967), "ინტერნაციონალური და ნაციონალური ქართულ ქალაქურ სიმღერებში" (1972), "ქართული ხალხური მრავალხმიანობის აკორდიკის საკითხები" (1972), "ინტერვალი კვარტა და მისი როლი კადანსში" (1981), "ქართული მრავალხმიანობის თვითმყოფად ბუნებაზე" (1982); ავტორია მრავალი საგაზეთო სტატიის და რეცენზიის.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 423; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.364

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1978-1991)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი (1979-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: