შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ კარდანახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. ალმათის (ალმა-ატის) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს. 1976-1978წწ. ქ. ალმა-ატის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, პრეპარატორი ოპერატიული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე; 1985-1986წწ. ჩაჩავას სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი; ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინტერნატურა, მეანობა-გინეკოლოგია; 1986-1988წწ. გურჯაანის სამშობიარო სახლი, მეან-გინეკოლოგი; 1988-1995წწ. ქალთა კონსულტაციის გამგე; 1995-2000წწ. სამშობიარო სახლის კონსულტაციის განყოფილების გამგე; 2001-2004წწ. ს. ს. "გურჯაანის სამშობიარო სახლის" ქალთა კონსულტაციის გამგე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 191 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |