შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლამ კილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1984 წელს, ასპირანტურა 1989 წელს. 1984-1985წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მათემატიკის კათედრა, ლაბორანტი; 1985-1986წწ. ამავე ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრა, მკვლევარი-სტაჟიორი; 1989-1990წწ. კოოპერატივი "ადონისი", დირექტორი; 1991-1993წწ. სარლ "სიესტა"(SARL "SIESTA", პარიზი), დირექტორი; 1993-1998წწ. სააქციო საზოგადოება DY Intl. SA. (პარიზი), გენერალური დირექტორი; 1998-2002წწ. შპს "აუსტერი", დირექტორი; 2002-2003წწ. შპს ტვ-33 (ტელეკომპანია 202), დირექტორი; 2003-2004წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 206 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |