Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ჭულუხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1974 წელს. 1975–1982წწ. იყო საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1982–1983წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ფოლკლორული კოლექტივების მთავარი დირიჟორი; 1983 წლიდან თბილისის მე–18 მუსიკალური სკოლის დირექტორი; დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – სიმფონია(1974), "ალვანური" ცეკვა დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის(1977), სიმფონიური პოემა(1978); საგუნდო ნაწარმოებები – "მთელ ქვეყანაზე რეკავენ" სიმღერა შერეული გუნდის ა კაპელასათვის(1976), "სიმღერა თბილისზე" სოლისტის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1982); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – სკერცო ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1970), მუსიკალური მომენტი ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის(1970), არია ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1971), სიუიტა სიმებიანი ორკესტრისათვის(1971, 3 ნაწილად), საფორტეპიანო პიესების ციკლი(1973), "სამი ხასიათი" სიმებიანი კვარტეტისათვის(1976), ხუთი პრელუდია ფორტეპიანოსათვის(1976), ოთხი პიესა ფორტეპიანოსათვის(1980); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – "ცა მოჭედილია ვარსკვლავებით" რომანსი ტენორისა და ფორტეპიანოსათვის(1970), ვოკალური ციკლი ტენორისა და ფორტეპიანოსათვის(1975), ორი სიმღერა ტენორისა და ფორტეპიანოსათვის(1983). წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 426 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |