Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიგიშა ჩხიკვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1927 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო), ლენინგრადის კონსერვატორია 1932 წელს. 1918 წლიდან ეწეოდა შემოქმედებით, პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას; 1918–1927წწ. ასწავლიდა სიმღერას და ხელმძღვანელობდა მოსწავლეთა გუნდს თბილისის საშუალო სკოლებში, დირიჟორობდა სპორტული საზოგადოების გუნდს "შევარდენი", უკრავდა ქართველ ახალგაზრდა მუსიკოსთა საზოგადოების სიმებიან და სიმფონიურ ორკესტრში; 1922–1927წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს სამუსიკო სასწავლებლებში, 1927–1930წწ. იყო თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი და პედაგოგი; 1930–1935წწ. ლენინგრადში ხელმძღვანელობდა ქართულ ხალხურ გუნდს; 1935–1939წწ. მისი ინიციატივით დაარსდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ფოლკლორის კაბინეტი, ხელმძღვანელობდა ამ კაბინეტს, იყო მუსიკალური ფოლკლორის განყოფილების პროფესორი, 1970–1976წწ. ქართული ხალხური შემოქმედების კათედრის გამგე; 1941–1945წწ. იყო შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის ლექტორი; 1965–1968წწ. საქართველოს სახელმწიფო ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; სხვადასხვა დროს იყო ხალხური შემოქმედების სახლის(დღევანდელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის) ფონოლაბორატორიისა და საექსპედიციო განყოფილების გამგე; უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერების შეგროვებისა და ნოტებზე მათი გადატანის საქმეში; 1917 წლიდან მოყოლებული აქტიურ შემკრებლობით მუშაობას ეწეოდა, სისტემატიურად ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს საქართველოს სახვადასხვა რეგიონებში; თბილისში ჩაიწერა ქალაქური ხალხური სიმღერები, ასევე აისორების, ებრაელების, ქურთების, ქართული საეკლესიო სიმღერები; დაწერილი აქვს: წიგნები, ბროშურები, სახელმძღვანელოები, ნაშრომები კრებულებად, სტატიები პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემებში – ჟურნალებში, ხალხური სიმღერების კრებულები; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა – "საქართველოს უძველესი დროის მუსიკალური კულტურა XIX საუკუნის ასწლეულამდე", დაიცვა 1946 წელს. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 436 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |