The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ შავლოხაშვილი

თენგიზ შავლოხაშვილი
Date of birth:1 November, 1946  (77 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს.

1972 წლიდან ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის III სამუსიკო სასწავლებელში; 1978 წლიდან კინოსტუდია "ქართული–ფილმის" მულტგაერთიანების მუსიკალური რედაქტორი; დაწერილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – "თეთრი მანტია"(1972, ერთაქტიანი ოპერა); სიმფონიური ნაწარმოებები – პატარა უვერტიურა სიმფონიური ორკესტრისათვის(1977), "ძველი თბილისის ცხოვრებიდან" ორი სიმფონიური სურათი(1977), კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1979), სიმფონია N1(1983); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – პიესები ფორტეპიანოსათვის(1967), პიესები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1968), სონატა ფორტეპიანოსათვის(1969), სიმებიანი კვარტეტი(1974), ოთხი საბავშვო პიესა(1983); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – "დედა" ვოკალური ციკლი ქალის ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1970), კანტატა სოპრანოსა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის(1976), "სამშობლო გეძახის" სიმღერა ბანისა და ფორტეპიანოსათვის(1979), ორი საბავშვო სიმღერა(1979), ვოკალურ–ინსტრუმენტული პოემა ვოკალური ტერცეტისათვის(სოპრანო, მეცო–სოპრანო, ბანი), სიმებიანი ორკესტრის, ორღანისა და დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის(1980); მუსიკა ანიმაციური ფილმებისათვის – "კომბლე"(1979), "ძველი თბილისის სურათები"(1982), "ბატი ტასიკოს თავგადასავალი"(1984).

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 452


Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1973-1911)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი (1979-19??)

Share: