შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონი![]()
ბიოგრაფიაანტონი იყო XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, გენათელი მიტროპოლიტი, დიპლომატი. დაიბადა და აღიზარდა საქართველოში. XVIII საუკუნის 10–იან წლებში არქიმანდრიტი ანტონი მოსკოვის ქართულ ახალშენში მეფე არჩილ II–ის კარზე მოღვაწეობდა. იყო რუსეთის სამეფო კარის მიერ 1716 წელს სპარსეთში გაგზავნილი მისიის წევრი, რომელსაც ა. პ. ვოლინსკი მეთაურობდა. მისიის დამთავრების შემდეგ ანტონი დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობდა, გახდა გენათელი მიტროპოლიტი. 1743–1744 წლებში ანტონი მხლებლებით ჩავიდა რუსეთში საეკლესიო რეფორმისა და ქართველთა ახალშენში მიმდინარე კულტურული მოღვაწეობის გასაცნობად. იღვწოდა ქართული საეკლესიო მწერლობის ძეგლების გასამრავლებლად. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.169
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |