შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან კუსიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტოსაგზაო ფაკულტეტი 1991 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა 2004 წელს. 1984-1991წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 1986-1988წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1988-1991წწ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის არასაუწყებო დაცვა; 1994-1995წწ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ცენტრალური სამდივნოს რეგიონალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი"; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი"; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 221 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |