The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ბატონიშვილი

დავით ბატონიშვილი
Legal name:დავით ბაგრატიონი
Date of birth:1 July, 1767
Date of death:25 May, 1819  (at 51 years)
Burial location:ალექსანდრე ნეველის ლავრა, პეტერბურგი
Category:Scientist, Writer, Military Person

Biography

აღიზარდა თავისი პაპის ერეკლე II-ის კარზე; 1787-1789წწ. და 1797-1798წწ. სწავლობდა და მსახურობდა რუსეთში; 1795 წელს მიიღო გენერალ–მაიორობა; 1789-1791წწ. მისი მეთაურობით ქართველების ჯარმა რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა დაღესტნელთა რაზმებზე; 1795 წელს მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში; 1796 წლის აპრილ-მაისში წარმატებით სარდლობდა ლაშქრობას განჯაზე, 1798 წელს კი ყარსზე; გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ იყო ქართლ-კახეთის გამგებელი, თუმცა რუსეთის მთავრობამ მას მეფობა არ დაუმტკიცა; 1803 წელს ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად პეტერბურგში გადაასახლეს; აქ გაიშალა მისი მეცნიერული და ლიტერატურული მოღვაწეობა; დავით ბატონიშვილი ქართველ ვოლტერიანელთა პირველი წარმომადგენელი იყო; ქართულად თარგმნა ვოლტერიანული თხზულება; მას ეკუთვნის მიმოწერის ფორმით დაწერილი ნაწარმოები "ახალი შიხი", რომელშიც აისახა ფრანგ განმანათლებელთა იდეები; დავით ბატონიშვილის სატირულ ლექსებში გაკიცხული არიან მეფის მოხელეები; მისი ლირიკის მთავარი თემაა სოფლის სამდურავი და სიყვარული; დავით ბატონიშვილი ეწეოდა ლექსიკოგრაფიულ მუშაობას; სულხან–საბა ორბელიანის  "სიტყვის კონას" დაუმატა ცალკეული სიტყვები, შეავსო განმარტებანი, მიუწერა სომხური, თურქული და რუსული შესატყვისები; დიდ ყურადღებას უთმობდა საილუსტრაციო მასალას შევსება-დამატებას; 1803 წლიდან პეტერბურგში შეუდგა სტატიების შედგენას ენციკლოპედიური ლექსიკონისათვის, რაც იმ დროს საერთო ენციკლოპედიური სალექლიკოგრაფიო მუშაობის გამოძახილი იყო(მასალა მოღწეულია ფრაგმენტულად); 1814 წელს ქართულ ენაზე გამოცემული მისი ისტორიული ნაშრომი დაწერილია ქართლის ცხოვრების სქემის მიხედვით, მოიცავს 1744 წლამდე პერიოდს და წარმოადგენს ვახუშტის ისტორიის გაგრძელებას; რუსულ ენაზე დაწერილი მისი ნაშრომები მოიცავენ საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე; დიდად მნიშვნელოვანია დავით ბატონიშვილის მოღვაწეობა სამართლის დარგში; 1800 წელს მან მოახდინა ქართული სამართლის კოდიფიკაცია, შეადგინა კრებული, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "სამართალი ბატონიშვილის დავითისა"(1964, გამოსცა დავით ფურცელაძემ); მასვე ეკუთვნის რუსულ ენაზე დაწერილი
"საქართველოს სამართლისა და კანონმცოდნეობის მიმოხილვა"(1811-1816, 1959, გამოსცა ა. როგავამ); დავით ბატონიშვილმა შეისწავლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; 1818 წელს მან დაასრულა "შემოკლებული ფიზიკა" და საქართველოში გამოგზავნა გასამრავლებლად; განიცდიდა მიხეილ ლომონოსოვისა და ევროპის მოწინავე ფიზიკოსების გავლენას.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.279; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.38-39

Awards and Honors

  • 1799 - წმინდა ანას ორდენი

Bibliography


Share: