შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მალანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით სამკერვალო ნაკეთობათა ტექნოლოგია 1989 წელს; თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. 1981-1982წწ. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მშენებლობის სამინისტროს "საქსოფლმშენმონტაჟის" N10 ტრესტის სპეც. მოძრავ მექანიზირებული N3 რაზმის მე-2 თანრიგის ზეინკალი; 1982-1983წწ. სახღვინმრეწვის სპეც. სამონტაჟო უბანი, IV თანრიგის ზეინკალი; 1985-1986წწ. საქართველოს სსრ მსუბუქი მრეწველობის სამინისტრო, თბილისის შალის საქსოვი ფაბრიკა, ცვლის ოსტატი, უბანი N2; 1986-1987წწ. ცვლის ოსტატი, უბანი N3; 1987-1990წწ. უბნის ბრიგადირი; 1991-1999წწ. შ.პ.ს "ლარი" კომერსანტი; სააქციო საზოგადოება "პირამიდა", გენერალური დირექტორი; შ.პ.ს "ლექსორი", სააქციო საზოგადოება სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანება "F-RASS", რეგიონალური მენეჯერი; 2000 წელს ასოციაცია "პარტნიორი", პრეზიდენტი. 2000-2004წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინვალიდების სოციალური დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2004-2007წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.231 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |