The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ბოდბელი

ოფიციალური სახელი:დავით ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:27 ივლისი, 1790
კატეგორია:მწერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1751-1761წწ., 1964 წლიდან ბოდბის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით, საეკლესიო მწერალი, მწიგნობარი; განათლება მიიღო დავითგარეჯის მონასტერში; მისი მასწავლებლები იყვნენ იოსები(ვაჩნაძე) და იოანე(ჯორჯაძე); არაერთი ხელნაწერი წიგნი შემატა მან დავითგარეჯისა და ბოდბის ბიბლიოთეკებს, ზოგი თვითონ გადაწერა, ზოგი საკუთარი ხარჯით გადააწერინა ან იყიდა; 1790 წელს მხედრულით გადააწერინა "დიდი სჯულის კანონი" და დაურთო მას რამდენიმე ტერმინის განმარტება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.282


გააზიარე: