The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ II (აღმოსავლეთ საქართველის კათალიკოს-პატრიარქი)

ანტონ II
Legal name:თეიმურაზ ბაგრატიონი
Other name:მრავალვნებული ანტონ II   (Name in religion)
Date of birth:8 January, 1764
Date of death:21 December, 1827  (at 63 years)
Burial location:ფერისცვალების ტაძარი, დიმიტრიევის ეკლესია, ნიჟნი–ნოვგოროდი
Category:Royalty, Religious leader, Saint

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

აღმოსავლეთ საქართველის კათალიკოს–პატრიარქი 1788–1811 წლებში. ერეკლე II–ისა და დარეჯან დედოფლის ძე. მიიღო კარგი საერო და სასულიერო განათლება. XVIII საუკუნის ბოლოს, რუსეთ–საქართველოს სამხედრო–პოლიტიკური კავშირის ჩამოყალიბების დროს, საეკლესიო ურთიერთობებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა. გეორგიევსკის ტრაქტატის(1783) მომზადებისას ანტონ II რუსეთში გაემგზავრა. ცარსკოე სელოში, სასახლის ეკლესიაში ნინოწმინდის(კახეთი) ეპისკოპოსად აკურთხეს. დაუსწრებლად აკურთხეს აგრეთვე ალავერდის(კახეთი) ეპისკოპოსად. მალე გენერალ–ფელდმარშალმა გ. პოტიომკინმა ანტონ II პეტერბურგიდან სამხრეთში, თავის ბანაკში წაიყვანა. კათალიკოს–პატრიარქ ანტონ I–ის გარდაცვალების(1788) შემდეგ ანტონ II საქართველოს კათალიკოს–პატრიარქად აირჩიეს. იმპერატორმა პავლე I–მა ანტონ II ბრილიანტის ჯვრით შემკული თეთრი ბარტყულით დააჯილდოვა. საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ(1801) საქართველოს ეკლესია კავკასიაში რუსული პოლიტიკის დასაყრდენი გახდა. იმპერატორმა ალექსანდრე I–მა ანტონ II წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი უბოძა. ანტონ II–ს ბრალი დასდეს ქართული ტრადიციული სამართლის მიხედვით მიწისმფლობელობის წესის დარღვევაში. მას დაუპირისპირეს თბილისის მიტროპოლიტი  არსენ თბილელი. 1810 წლის 3 ნოემბერს  ანტონ II პეტერბურგში გაემგზავრა. 1811 წლის დასაწყისში რუსეთის მთავრობამ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და იგი რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა. მალე ანტონ II აირჩიეს რუსეთის ეკლესიის საბჭოში(სინოდში). დააჯილდოვეს მწვანე  ხავერდის მანტიით, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენით. 1824 წელს საცხოვრებლად ნიჟნი–ნოვგოროდში გადავიდა.  2011 წლის 11 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინებით შეირაცხა წმინდანად მრავალვნებული ანტონ II-ის სახელით. მისი ხსენება დაწესდა 21 დეკემბერს(ახალი სტილით 3 იანვარი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.169

Member of Organizations

  • რუსეთის ეკლესიის საბჭო(სინოდი)

Awards and Honors

  • წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი
  • წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • ბრილიანტის ჯვრით შემკული თეთრი ბარტყულა

Share: