The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი შანიძე

ალექსი შანიძე
Date of birth:9 May, 1950  (74 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1974 წელს(საკომპოზიციო), 1975 წელს(სავიოლინო).

1975 წლიდან ასწავლიდა კომპოზიციას თბილისის III მუსიკალურ სკოლაში; დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის(1982); ვოკალურ–სიმფონიური ნაწარმოებები – "განშორების შემდეგ" ვოკალურ–სიმფონიური ციკლი(1976, 7 პოემა); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – ვარიაციები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1970), სონატინა ფლეიტისა და ფორტერპიანოსათვის(1971), სიმფონიეტა სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის(1974), სონატა ფორტეპიანოსათვის(1977), სამი საბავშვო მინიატურა ფორტეპიანოსათვის(1984); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – სამი რომანსი ბარიტონისა და ფორტეპიანოსათვის(1969), ორი რომანსი ტენორისა და ფორტეპიანოსათვის(1969), ვოკალური ციკლი "ფიქრის გორა"(1984, ექვს ნაწილად).

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 455

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1978-1991)

Share: