| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე პეტროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ქ. კიევის კონსერვატორია 1974 წელს. 1968–1974წწ. მუშაობდა კიევის კულტურის სახლის ქორეოგრაფიული სტუდიის კონცერტმეისტერად და მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგად N7 საღამოს მუსიკალურ სკოლაში; 1976 წლიდან იყო სოხუმის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი; დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – სიუიტა სიმფონიური ორკესტრისატის (1971), კონცერტი კლარნეტისა და ორკესტრისათვის (1973), სიმფონიები (1976 N1, 1980 N2, 1982 N3), კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1978), კონცერტები ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1978 N1, 1981 N2), აფხაზური სკერცო სიმფონიური ორკესტრისათვის (1979), საბავშვო სიუიტა სიმფონიური ორკესტრისათვის (1980), კონცერტი ტრომბონისა და ორკესტრისათვის (1982), კონცერტი საყვირისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1983), კონცერტი ფლეიტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1984); ვოკალურ–სიმფონიური ნაწარმოებები – კანტატა სოლისტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1973); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – ვარიაციები რახმანინოვის თემაზე ფორტეპიანოსათვს (1969), კონცერტინო ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის (1970), რონდო ფლეიტის, ჰობოის, კლარნეტის, ვალტორნისა და ფაგოტისათვის (1970), სიუიტა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1971), სიმებიანი კვარტეტი (1972), ოთხი პიესა–სურათი ალტისა და ფორტეპიანოსათის (1974), "ოთხი პასტორალი" ფლეიტის, ჰობოის, კლარნეტისა და ფაგოტისათვის (1983), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1983); გუნდები, სიმღერები, საბავშვო ნაწარმოებები, აფხაზური ხალხური სიმღერების დამუშავებები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 483
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

