შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავითი (კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფია1673-1696წწ. იყო აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათოლიკოს–პატრიარქი; მან აღადგინა ოდიშის სამთავროში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უმაღლესი საეკლესიო უფლებები, რომლის ხელყოფა ოდიშის მთავარმა ლევან III დადიანმა სცადა; 1675 წელს დავითმა ლევან III დადიანს კათოლიკოსის საქმეში ჩაურევლობის პირობა დაადებინა; მისგანვე მიიღო საკათოლიკოსო მამულად ოდიშში ხოფი (ახლანდ. ხობი), ხოლო სადგომად და საძვალედ – ორი სასახლე და ხოფის ღვთისმშობლის ეკლესია; მტკიცედ იცავდა საკათოლიკოსო საკითხებს; მისი კათოლიკოსობის პერიოდში აფხაზეთის სამთავროში გაძლიერდა ქრისტიანული მოსახლეობის შევიწროება ჩამოსახლებული "აფხაზების" (აფსუების) მიერ, საკათოლიკოსო ყმების გაყიდვა; მან აფხაზთა მთავარს ყვაპუ შარვაშიძეს ფიცის წიგნი დაადებინა, რომ შეწყვეტდა საკათოლიკოსო ყმების შევიწროებას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.287
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |