The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტოტო აჯაპუა

Date of birth:10 March, 1938  (86 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოთაფი, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა ქ. სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1963 წელს(აფხაზური ენა და ლიტერატურა), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1969 წელს(ვოკალური), 1977 წელს(საკომპოზიციო).

1958–1959წწ. იყო სოფ. ოთაფის მოსწავლეთა გუნდის ხელმძღვანელი, 1963–1964წწ. აფხაზური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოხუმის სამუსიკო სასწავლებელში; 1965–1968წწ. შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის აფხაზური ენის მეტყველების კულტურის პედაგოგი–კონსულტანტი; 1969–1971წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სტაჟორი–სოლისტი; 1971 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი, 1972 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სოლისტი, 1976 წლიდან დირექტორი; დაწერილი აქვს: საგუნდო ნაწარმოებები – "ეფრემ ეშბა" კანტატა სოლისტის, შერეული გუნდისა და ფორტეპიანოსათვის(1970), "აფხაზეთის დიდებული კედელი" კანტატა გუნდისათვის ა კაპელა(1973), "ფიქრები სამშობლოზე" კანტატა სოლისტების, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათის(1977, 2 ნაწილად); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – 8 მსუბუქი ვარიაცია ფორტეპიანოსათვის, სკერცო ფორტეპიანოსათვის, სონატინა ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის, პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, პიესა კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის; დამუშავებული აქვს აფხაზური ხალხური სიმღერები(40–ზე მეტი).

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 474 

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1978-1991)

Share: