შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მენაბდე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი წყალმომარაგება და კანალიზაციის სპეციალობით 1992 წელს; თბილისის არქიტექტურისა და მშენებლობის ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1992 წელს ფირმა "საქგვირაბმშენი", საინჟინრო მომზადების განყოფილება, მე–2 კატეგორიის ინჟინერი, პირველი კატეგორიის ინჟინერი, N17 მონაკვეთი, ხელოსანი; 1993 წელს საერთაშორისო საქმეთა სამმართველოს საბაჟო კონტროლისა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან დაკავშირებული ორგანიზაცია–დაწესებულებათა კონტროლის განყოფილების ინსპექტორი; 1994 წელს საპროექტო ინსტიტუტის "საქტურისტპროექტის" სანტექნიკურ განყოფილება, ჯგუფის ხელმძღვანელი; 1996 წელს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სახელმწიფო ლიცენზიების ცენტრი, სპეციალისტი; 2000 წელს შპს "გეიმი", მთავარი სპეციალისტი; 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეობის საკითხთა სახელმწიფო ჯილდოების და საპატიო წოდებების მინიჭების სამსახურის მთავარი მრჩეველი; ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2005-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.253 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |