The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერი ჭკადუა

Date of birth:27 June, 1947  (77 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კვიტოული, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1977 წელს.

1977–1978წწ. იყო აფხაზეთის ხალხური შემოქმედების სახლის უფროსი მეთოდისტი, 1981 წლიდან აფხაზეთის კულტურის სამინისტროს სამეცნიერო–მეთოდური ცენტრის ფოლკლორის მეთოდისტი; დაწერილი აქვს: მუსიკალური ნაწარმოებები თეატრისათვის – "რიწა" ბალეტი 2 მოქმედებათ პროლოგითა და ეპილოგით(1978–1980წწ.); ნაწარმოებები ორკესტრისათვის – სკერცო კამერული ორკესტრისათვის(1976), "დილა მთებში" სიმფონიური სურათი(1976), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1977); კამერულინსტრუმენტული ნაწარმოებები – ორი მინიატურა სასულე ინსტრუმენტების კვარტეტისათვის(1972), სიმებიანი კვარტეტი(1973), პიესები ფორტეპიანოსათვის(1976); კამერულვოკალური ნაწარმოებები – ორი რომანსი ბარიტონისა და კამერული ორკესტრისათვის(1975), სამი სიმღერა ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1975).

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 496

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1978-1991)

Share: