შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ანთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1956 წელს. ფეხბურთის თამაში დაიწყო 1936 წელს ქალაქ ფოთში. თამაშობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში 1940 წელს. იყო არმიის რიგებში II მსოფლიო ომის დროს, 1941–1943 წლებში. 1943 წელს თამაშობდა სოხუმის "დინამოში". 1944 წლიდან იყო თბილისის "დინამოს" წევრი. ამ გუნდის შემადგენლობაში სსრკ ჩემპიონატებზე ითამაშა 177 მატჩი. გატანილი აქვს 40 ბურთი. მონაწილეობდა 16 საერთაშორისო მატჩში(ორი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში, გაიტანა 3 ბურთი). მუშაობდა საქართველოს ოსტატთა გუნდების მწვრთნელად. იყო საქართველოს სპორტსახკომის ფეხბურთის სამმართველოს ოსტატთა გუნდების სახელმწიფო მწვრთნელი. 1951, 1952 წლებში 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დასახელებული იყო მესამე ნომრად. ფეხბურთელი, ნახევარმცველი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.156 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |