The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ანთაძე

Date of birth:19 August, 1940  (83 years)
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1964 წელს.

მუშაობდა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში რეჟისორად 1964–1967 წლებში. იყო რუსთავის დრამატული თეატრის რეჟისორი 1967–1979 წლებში, თბილისის  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორი 1979–1991 წლებში. 1992 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული კულტურისა და ხელოვნების წახალისების ფონდის გენერალურ დირექტორად. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური  და კინოხელოვნების ინსტიტუტში. დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: ფ. დიურენმატის "ავარია", გ. მდივნის "კონსული მოიპარეს"(კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), ე. შვარცის "ჩრდილი", კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი", დ. ვასემანისა და ჯ. დერიონის "ლამანჩელი", გ. ფრიშის "ბოდერმანი და ცეცხლის წამკიდებლები", ლ. პირანდელოს "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი"(რუსთავის დრამატული თეატრი), "ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი"(შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი).  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.156

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: